loader

ამაღელვებელი მომენტი, საქართველოს დროშები ფრიალებს - ბასილაშვილი ფინალშია! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამაღელვებელი მომენტი, საქართველოს დროშები ფრიალებს - ბასილაშვილი ფინალშია!

6 ოქტომბერს, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობის ნახევარფინალში მსოფლიოს მე-16 ჩოგანი, 23 წლის ბრიტანელი კაილ ედმუნდი დაამარცხა 7:6, 6:4.

აქამდე ბასილაშვილი ედმუნდს ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ წააგო.
ამ გამარჯვებით ნიკოლოზმა 300 სარეიტინგო ქულა და 359 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

ტურნირის გადამწყვეტ მატჩში ის არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება, რომელთანაც ფაბიო ფონინი სათამაშოდ ვერ გავიდა და ავტომატურად გავიდა ფინალში.

ნიკოლოზმა ამ შეხვედრამდე ჯეკ სოკს, ფერნანდო ვერდასკოს და მალეკ ჯაზირს სძლია.
ტურნირის საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარია.