loader

გიორგი დემეტრაძემ სასჯელაღსრულების #12 დაწესებულება დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი დემეტრაძემ სასჯელაღსრულების #12 დაწესებულება დატოვა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულება დატოვა. ის ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

"ძალიან აღელვებული ვარ დღევანდელი მომენტით. იმედი მაქვს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას სხვა პატიმრებიც დატოვებენ. აქ ძალიან ბევრი ავადმყოფი და უკანონო პატიმარია. რაც შეეხება ჩემს დაკავებას, მე დღემდე არ ვიცი, რეალურად რის გამო ვიჯექი ციხეში", - აღნიშნა გიორგი დემეტრაძემ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, მისი შემდგომი საქმიანობა სად გაგრძელდება. ამასთან, დემეტრაძეს დაუსვეს კითხვა, აპირებს თუ არა ის ფეხბურთში დაბრუნებას, თუმცა, მან აღნიშნა, რომ ამაზე ჯერჯერობით არ უფიქრია.

გარდა ამისა, სასჯელაღსრულების #12 დაწესებულება კიდევ ორმა პოლიტპატიმარმა - დავით გრძელიძემ და დავით ალიმბარაშვილმა დატოვა.

იხილეთ: "დემე დღეს რომ გამოუშვი, მაგარი ხარ ბიძინა" - გათავისუფლებელ გიორგი დემეტრაძეს ლექსი მიუძღვნეს