loader

ვირტუოზი ბიჭუნა, რომელსაც ტერფები არ აქვს, "ბარსელონაში" მიიწვიეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვირტუოზი ბიჭუნა, რომელსაც ტერფები არ აქვს, "ბარსელონაში" მიიწვიეს

11 წლის ბრაზილიელმა გაბრიელმა, რომელიც ორივე ტერფის გარეშე დაიბადა, საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" მესვეურები გააოგნა. ვირტუოზი ბიჭუნა საოცარი სპორტული მონაცემებით, უკვე მიწვეულია ესპანეთში.

გაბრიელი პირველი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდია, რომელიც "ბარსელონას" ჯუნიორთა სკოლაში მიიღეს.

მეოთხეკლასელი გაბრიელი, რომელიც ყველა ბრაზილიელი ბიჭის მსგავსად ფეხბურთით ცხოვრობს, თანატოლებისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ დაბადებიდან სპეციალურ პროთეზებს ატარებს, რადგან ტერფების გარეშე დაიბადა.

"ბარსელონა" გაბრიელით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ერთი თვის წინ ბრაზილიურმა სატელევიზიო არხმა მასზე ვრცელი რეპორტაჟი მოამზადა. 11 წლის ბიჭმა მეორე დღესვე მიიღო მოწვევა ბარსელონას საზაფხულო სკოლიდან, რომელიც კლუბმა რიო დე ჟანეიროში მოაწყო.

გაბრიელის ოცნებაა, საოცნებო კლუბში თავისი კუმირის - ლიონელ მესის გვერდით ითამაშოს.

იხილეთ:

- "ბარსელონა" კონტრაქტს 6 წლის მოთამაშესთან აფორმებს

- მორბენალი, რომელსაც ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს, ფინიშთან მეორე მივიდა