loader

"დილას" მოგებით განრისხებულმა "ანორთოსისის" ფანებმა ტრიბუნებს ცეცხლი წაუკიდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დილას" მოგებით განრისხებულმა "ანორთოსისის" ფანებმა ტრიბუნებს ცეცხლი წაუკიდეს

საქართველოს თასის მფლობელმა გორის "დილამ" ბევრისთვის წარმოუდგენელი რამ შეძლო და ევროპალიგის პლეი ოფში გავიდა.

"დილამ", რომელმაც ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საშინაო მატჩში კვიპროსულ "ანორთოსისთან" შეხვედრა 0:1 დათმო, 9 აგვისტოს ლარნაკაში გამართულ საპასუხო მატჩში მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე "ანორთოსისის" აღშფოთებულმა გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე არეულობა გამართეს, მოედანზე კი საგნების სროლა დაიწყეს, რის გამოც შეხვედრა შეწყდა და გუნდები მოედნიდან გავიდნენ.

მანამდე კი გორელებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და სამივე შეხვედრის მეორე ნახევარში. პირველი და ბოლო ბურთი "დილას" გოლეადორმა მათე ვაწაძემ შეაგდო, შუალედში კი ლაშა სალუქვაძემ იყოჩაღა.

იხილეთ: "ანორთოსისი" - "დილა" 0:3