loader

საქართველო - ესპანეთი 0:1 - მატჩის საუკეთესო მომენტები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველო - ესპანეთი 0:1 - მატჩის საუკეთესო მომენტები

11 სექტემბერს "დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ გუნდთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ესპანეთის ნაკრებმა მატჩის ერთადერთი გოლი თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიტანა. გოლის ავტორი ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი რობერტო სოლდადო იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ გოლის გატანა მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებსაც შეეძლო, როდესაც ალექსანდრე ამისულაშვილის დარტყმა ძელმა მოიგერია. ესპანეთს პირველ ტაიმში სამი სახიფათო მომენტი ჰქონდა, თუმცა მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების დაცვის და გუნდის კარგი თამაშის გამო, 87-ე წუთამდე საქართველოს ნაკრების კართან სახიფათო მომენტი ვერ შექმნეს.

მატჩის ბოლოს საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნა - შეცვლაზე შესულმა ირაკლი სირბილაძემ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე იკერ კასილიასის კარის მიმართულებით მეტოქის საჯარიმო მოედნიდან განახორციელა დარტყმა, თუმცა ბურთი ესპანეთის ნაკრების მცველმა მოიგერია.

ეს შეხვედრა საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეორე იყო. პირველ მატჩში საქართველომ "დინამო არენაზე" ბელორუსი 1:0 დაამარცხა. ესპანეთმა კი შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი ჩაატარა.

ასევე იხილეთ: ლორიამ საოცარი ბურთები მოიგერია

საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის პირველი კადრები

როცა გყავს ასეთი ბიჭები, შეიძლება ააწყო გუნდი, როგორსაც ქართველი გულშემატკივარი ელოდება - თემურ ქეცბაია