loader

მოედანზე შეჭრილმა ფანმა მეკარე ერთი დარტყმით დააგდო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოედანზე შეჭრილმა ფანმა მეკარე ერთი დარტყმით დააგდო

ინგლისში, იორკშირის დერბიზე, "შეფილდის" საფეხბურთო კლუბის მეკარეს, მოწინააღმდეგე გუნდის "ლიდსის" განრისხებული ფანი დაესხა თავს და სახეში ძლიერად დაარტყა. ფაქტში უცნაური ისაა, რომ ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა "ლიდსმა" ანგარიში გაათანაბრა. თამაში საბოლოო ანგარიშით 1-1 დასრულდა.

"ლიდსის" ფანები მთელი თამაშის განმავლობაში აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, მეორე ტაიმში კი მოედანზე ბოთლების სროლაც დაიწყეს. საბოლოოდ კი მათი ქცევა მოედანზე შეჭრილმა ფანმა "დააგვირგვინა".

"ლიდსის" წარმომადგენლებმა ბოდიში მოიხადეს მომხდარის გამო და იმედი გამოთქვა, რომ აგრესიული ფანი სათანადოდ დაისჯება.