loader

თემურ ქეცბაიას რისხვა ქართველ კომენტატორებს: "ყველას უნდა სხვას ასწავლოს ჭკუა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თემურ ქეცბაიას რისხვა ქართველ კომენტატორებს: "ყველას უნდა სხვას ასწავლოს ჭკუა"

8 ნოემბერს, დავით მინაშვილის გადაცემა "არენას" ეთერში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ქართველი კომენტატორები გააკრიტიკა.

"ყველაზე ცუდი იცით რა არის ჩვენს ქვეყანაში? ყველას გვინდა, რომ სხვას ვასწავლოთ ჭკუა. იმის გაგება კი არ გვინდა, რა არის ჩვენი გასაკეთებელი.

გულდასაწყვეტი არ არის? - ნაკრები წავედით ფინეთში და ერთი ჟურნალიტიც არ წამოგვყვა. თქვენ თამაში არ ანახეთ ლუქსემბურგში 5 ათასი ევროს გულისთვის და აქედან მიგყავდათ თამაში. მე რომ ჟურნალისტი ვარ და მინდა რაღაცა გავაშუქო, წავალ და სულაც აეროპორტში დავიძინებ, სამაგიეროდ თამაშს ვუყურებ და მერე ერთ-ორ კითხვას დავსვამ.

შევდივარ პრესკონფერენციაზე (ბელორუსი-საქართველოს მატჩის შემდეგ) და ვხედავ უკრაინელ, ბელორუს, რუს ჟურნალისტებს, ქართველი კი არცერთი არ არის.

თუ მილიონები იხარჯება და აჩვენებთ სერიალებს, საშინელებებს, გარყვნილობებს, ვინ ვისთან წევს და ვის ვისთან სძინავს, ეს პრობლემა მოაგვარეთ...", - აღნიშნა ქეცბაიამ გადაცემაში.