loader

თორნიკე შენგელიას მეორე მატჩი NBA-ში და ეფექტური ჩატენვა "ორლანდოსთან" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თორნიკე შენგელიას მეორე მატჩი NBA-ში და ეფექტური ჩატენვა "ორლანდოსთან"

21 წლის ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც NBA-ში Brooklyn Nets-ში მეორე მატჩი ჩაატარა, გულშემატკივრებს თავი ეფექტური თამაშით დაამახსოვრა. მოედანზე სულ წამების შესული იყო, როცა საკუთარ საჯარიმოსთან ბურთი მოიხელთა, მთელი მოედანი სწრაფი დრიბლინგით გადასერა და "ორლანდოს" კალათში ისე ჩატენა, მეტოქეს დაჯარიმება აიძულა.

ბრუკლინელებმა "ორლანდო" მისსავე მოედანზე ძალიან იოლად 107:68 დაამარცხეს.

ქართველმა ფორვარდმა თამაშიდან ორივე ტყორცნა (1 ორიანი და 1 სამიანი) ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 3-დან 1 მიითვალა. სხვა სტატისტიკური მაჩვენებლები შენგელიას არ ჰქონია.

ბრუკლინელებს 2 მოგება და ამდენივე წაგება აქვთ. შენგელიას გუნდის მომავალი მეტოქე კვლავ "ორლანდო" იქნება. ამჯერად მატჩი ბრუკლინში, 11 ნოემბერს გაიმართება.