loader

"აბა, ვინ იპოვის რუსეთს რუკაზე?" - თორნიკე შენგელია და თანაგუნდელები სახალისო პროექტში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აბა, ვინ იპოვის რუსეთს რუკაზე?" - თორნიკე შენგელია და თანაგუნდელები სახალისო პროექტში

ბრივეტ! - ასე გვესალმება "ბრუკლინ ნეთსის" კალათბურთელი მარშონ ბრუკსი, რომელმაც თორნიკე შენგელიასა და სხვა თანაგუნდელებთან ერთად ტელეარხ BCTV-ის სახალისო პროექტში მიიღო მონაწილეობა.

ჟურნალისტი ალიონკა ლარიონოვა ბრუკლინელებს რუსეთის შესახებ უსვამს კითხვებს (შეგახსენებთ, რომ გუნდის მფლობელი რუსი მიხაილ პროხოროვია), შემდეგ კი მსოფლიოს რუკას შლის და კალათბურთელებს რუსეთის მოძებნას სთხოვს. ტაიშონ ტეილორს მხარში თორნიკე შენგელია ამოუდგა და რომ შეატყო, თანაგუნდელს რუსეთის პოვნა გაუჭირდა, იდაყვზე ხელი მოჰკიდა და პირდაპირ "მოსკოვში მიიყვანა".

ალიონკამ რუსული შრიფტით დაბეჭდილი რამდენიმე ფრაზა ამოქექა. პირველზე ეწერა: Хеллои Бруклин. მეორე ფურცელზე ქართული გვარი ეწერა: Токо Шенгелия. თორნიკეს ფარული მინიშნების შემდეგ ტეილორმა გამართულად წაიკითხა.

ბრუკლინელები რუსულად დაგვემშვიდობნენ კიდეც - თითქმის უშეცდომოდ გაიმეორეს "დო სვიდანია". მხოლოდ ტეილორს გაუჭირდა და შენგელიას ორჯერ კარნახმაც ვერ უშველა.

იხილეთ ვრცლად