loader

13:17 - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ერთა თასი ბელგიის ძლევით დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

13:17 - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ერთა თასი ბელგიის ძლევით დაიწყო

2 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის 2013 წლის გათამაშების პირველი მატჩი სტუმრად ბელგიის ეროვნულ გუნდთან გამართა.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში ანგარიშის გახსნა სტუმრებმა შეძლეს და 7:0 დაწინაურდნენ, რასაც მერაბ კვირიკაშვილმა მალევე ზუსტი საჯარიმოთი უპასუხა - 7:3.

მეორე ტაიმის განახლებისთანავე მასპინძლებმა ანგარიშში ათი ქულით დაწინაურება შეძლეს - 13:3.

ამან გამოაფხიზლა მილტონ ჰეიგის შეგირდები, რომლებმაც დიდი ძალებით შეუტიეს მეტოქეს და ზედიზედ რამდენიმე ეპიზოდში მამუკა გორგოძის ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე სხვაობის შემცირება შეძლეს. გორგოძის ლელოს "მეკომ" ზუსტი გარდასახვა მიუმატა - 13:10.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში წინ გასვლა ლევან ჩილაჩავას ლელოს შემდეგ შეძლო. კვირიკაშვილმა არცთუ სახარბიელო პოზიციისა და ძლიერი ქარის მიუხედავად გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 13:17.

ერთა თასზე მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები" 9 თებერვალს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, პორტუგალიელებთან გამართავენ.

იხილეთ: ქართველმა რაგბისტებმა ბელგიელებს ხელჩართულ ჩხუბშიც სძლიეს

იხილეთ თამაშის ვიდეო სრულად: sportall.ge-ზე