loader

საფრანგეთი-საქართველო 3:1 - მატჩის საუკეთესო მომენტები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საფრანგეთი-საქართველო 3:1 - მატჩის საუკეთესო მომენტები

საქართველოს ნაკრებს თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით ჯერ დიდი ანგარიშით არ წაუგია და ეს სერია "სტად დე ფრანსზეც" გაგრძელდა - თავად განსაჯეთ, შეგვიძლია თუ არა ვუწოდოთ ამ ფაქტს 22 მარტის საღამოს ერთადერთი პოზიტიური შედეგი.

ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენა - ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის გრანდს "მეორე ნომრად" ეთამაშა და მას თითქმის ტაიმი გაუძლო, მეტოქის დაწინაურების შემდეგ შეტევაში მცირე ფხაც გამოიჩინა და მას შემდეგ, რაც თამაშის ბედი გადაწყვეტილი იყო, პრესტიჟის გოლის გატანაც შეძლო.

ქართველი ფეხბურთელებიდან გოლი თამაშის 71-ე წუთზე სანდრო კობახიძემ გაიტანა. პირველი გოლი საქართველოს ნაკრების კარში პირველი ტაიმის დამატებით წუთზე გავიდა და ოლივიე ჟირუმ გაიტანა. კიდევ ორი გოლი, უკვე მე-2 ტაიმში ვალბუენასა და რიბერის ეკუთვნით.

იხილეთ სრულად sportall.ge-ზე