loader

"მოგზაურობა თბილისისკენ" - საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ექსკლუზიური ვიდეო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოგზაურობა თბილისისკენ" - საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ექსკლუზიური ვიდეო

საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თბილისშია.
სოციალურ ქსელებში საფრანგეთის ნაკრების თბილისში გამომგზავრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა. დიდიე დეშამის გუნდი ჩარტერული რეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ფრანგთა თავკაცი - დიდიე დეშამი თბილისში 25-კაციანი შემადგენლობით ჩამოვიდა. ეს ფეხბურთელები მან საქართველოსა და ბელარუსთან მატჩებისთვის გამოიძახა. თუმცა, გამომგზავრებამდე დეშამს ერთი ცვლილების განხორციელება მოუხდა და ტრავმირებული ეტიენ კაპუს ნაცვლად, "ლიონის" ნახევარმცველი, მაქსიმ გონალონი გამოიძახა.

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: მიქაელ ლანდრო, უგო ლორისი, სტივ მანდანდა.
მცველები: ერიკ აბიდალი, გაელ კლიში, მეტიუ დებუში, პატრის ევრა, ლორენ კოსილნი, ელიაკიმ მანგალა, ადილ რამი, ბაკარი სანია.
ნახევარმცველები: მაქსიმ გონალონი, კლემენ გრენიე, იოსუა გილავოგი, ჯეფრი კონდოგბია, ბლაიზ მატუიდი, პოლ პოგბა, მუსა სისოკო.
თავდამსხმელები: კარიმ ბენზემა, ანდრე-პიერ ჟინიაკი, ოლივიე ჟირუ, სამირ ნასრი, დიმიტრი პაიე, ფრენკ რიბერი, მეტიუ ვალბუენა.

იხილეთ ვარჯიში ვიდეო georgianews.ge-ზე