loader

ნოვაკ ჯოკოვიჩმა მარია შარაპოვა გააშარჟა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა მარია შარაპოვა გააშარჟა

პროფესიული ტურის ყველაზე ხუმარა და მხიარულმა ჩოგბურთელმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მორიგი პაროდია შემოგვთავაზა თავის ერთ-ერთ კოლეგაზე.

კერძოდ, მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა მარია შარაპოვა გააჯავრა - ამისთვის მან რუსი ჩოგბურთელის სარეკლამო რგოლი გამოიყენა, რომელშიც მარია კომპანია Head-ის ჩოგანს უკეთებს რეკლამას.

ჯოკოვიჩის მორიგი პაროდია ყველას მოეწონა, განსაკუთრებით კი შარაპოვას, რომელმაც შთაბეჭდილებები Facebook-ზე საკუთარ მიკრობლოგში გაგვიზიარა, თუმცა ცოტათი გააკრიტიკა კიდეც სერბი ჩოგბურთელი:

"ნახეთ ნოვაკ ჯოკოვიჩის ბოლო პაროდია? ნოვაკ, ეს შენი ახალი გზაა წარმატებისკენ? ამისთვის აუცილებელი იყო მარია შარაპოვად გადაქცევა? ცოტათი ნაწყენი ვარ იმის გამო, რომ ჩემი კაბა არ ჩაიცვი, თანაც სხეულის მიხვრა-მოხვრაში უფრო მეტი უნდა გევარჯიშა. რაც შეეხება ვარცხნილობას... კომენტარის გარეშე..."

ჯოკოვიჩი თავის Facebook-ზე მაშინვე გამოეხმაურა შარაპოვას რეკლიკას:

"მარია, უბრალოდ, იმ დღეს არ გამიმართლა პარიკმახერში. ძალიან რთულია ყოველ დღე იზრუნო ვარცხნილობაზე:) მაგრამ შევეცდები მომავალში უკეთესი გავხდე, შენ კი, კრიტიკის ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა რაღაცით დამხმარებოდი და ჩემს გვერდით ყოფილიყავი..."