loader

ნოვაკი შარაპოვას როლიდან ვერ გამოდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნოვაკი შარაპოვას როლიდან ვერ გამოდის

სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და რუსი მარია შარაპოვა გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს შეხვდნენ Head-to-Head-ის საპრეზენტაციო შოუში, რომელიც სპორტული ინვენტარის მწარმოებელი ცნობილი კომპანიის - Head-ის მიერ იყო ორგანიზებული.

სწორედ ამ ფირმის ჩოგნებით თამაშობენ ჯოკოვიჩი და შარაპოვა. ღონისძიება ნიუ იორკის "ბენჰამინ ოტელში" ჩატარდა.

თავდაპირველად გულშემატკივრები მარიას გამოჩენას ელოდნენ, მაგრამ ძალიან გაკვირვებული დარჩნენ იმით, რომ სცენაზე გამოჩნდა ნოვაკი ქერა პარიკით. მან მაშინვე დაიწყო შარაპოვას პაროდირება და როლიდან არც მაშინ გამოსულა, როცა წამყვანის - ბილ მაკეტის კითხვებს პასუხობდა.

როცა გულშემატკივრების კითხვების ჯერი დადგა, ყველასთვის და პირველ რიგში, ჯოკოვიჩისთვის გასაკვირად (ყოველ შემთხვევაში, მან გაკვირვება გამოხატა) დარბაზში შარაპოვა გამოჩნდა. მან ხუმრობით "გაკიცხა" სერბი ცნობილი პაროდიების გამო.

ამის შემდეგ ჩოგბურთელები დასერიოზულდნენ და Head-ის ახალი კოლექციის პრეზენტაციაში მიიღეს მონაწილეობა, ბოლოს კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხეს.