loader

მარია შარაპოვა "პორშეს" სახე გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარია შარაპოვა "პორშეს" სახე გახდა

მარია შარაპოვა გერმანული საავტომობილო კონცერნის, Porsche-ს სახე გახდა. კონტრაქტი რუს ჩოგბურთელსა და ბრენდს შორის 3 წლით გაფორმდა.

"პორშეს" გენერალურმა დირექტორმა მატიას მიულერმა აღნიშნა, რომ შარაპოვას ავტორიტეტი კორტზე, მისი ქარიზმა და თვისებები ძვირად ღირებული ბრენდისთვის იდეალურია.

მარია შარაპოვა ადრე Land Rover-თან თანამშრომლობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ავტომწარმოებელი "ფორდს" მიჰყიდეს, კონტრაქტი შეწყდა.

"ეს ბრენდი სპორტის, ფუფუნებისა და გლამურის საუკეთესო ნაზავია. როცა ჩემი პირველი "პორშე" დავიმსახურე, თითქმის მეშინოდა მისი მართვა, იმდენად სრულყოფილი იყო ის" - ამბობს მარია.