loader

სწრაფად და მარტივად - სალათი "კაპრიზი" ხილით და ქათმით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სწრაფად და მარტივად - სალათი "კაპრიზი" ხილით და ქათმით

სალათა "კაპრიზის" გასაკეთებლად შემდეგი ინგრედიენტები დაგვჭირდებათ: მოხარშული ქათმის ფილე 150 გრ, 2 ცალი მსხალი, 4 ცალი ქლიავი, მაიონეზი, თეთრი ღვინო 1 სუფრის კოვზი, 2 სუფრის კოვზი ნაღები, მარილი.

ორი მსხალი და ოთხი ქლიავი გარეცხეთ, გააშრეთ და კანი მოაცალეთ. მომზადებული ხილი დაჭერით კუბებად. ასევე კუბებად დაჭერით 150 გრ მოხარშული ქათმის ფილე. სალათს დაამატეთ 1 სუფრის კოვზი თეთრი ღვინო, მოაყარეთ ცოტა მარილი და აურიეთ. დაამატეთ 1-2 სუფრის კოვზი მაიონეზი, 2 სუფრის კოვზი ნაღები და კიდევ ერთხელ აურიეთ. სურნელოვანი სალათი "კაპრიზი" ხილითა და ქათმით მზადაა!