loader

სიმინდი ხორცით - უზბეკური რეცეპტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიმინდი ხორცით - უზბეკური რეცეპტი

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ცხვრის ხორცი (შეგიძლიათ საქონლის ხორცის გამოყენებაც) - 1 კილოგრამი, სტაფილო - 0,5-1 კილოგრამი, ხახვი - 2 ცალი, მარილი - 2 ჩაის კოვზი, შავი ახლად დაფქული პილპილი - 1 ჩაის კოვზი, სიმინდის ზეთი - 150 მლლიტრი.

ქვაბში ჩაასხით 150 მლლიტრი სიმინდის ზეთი და გააცხელეთ მანამ, სანამ პირველი კვამლი არ ამოვა. სანამ ზეთი ცხელდება, დაჭერით ხორცი, ხახვი და ერთი კილოგრამი სტაფილო.

ჩაყარეთ ქვაბში დაჭრილი ხორცი და შეწვით ყველა მხრიდან, დროდადრო ურიეთ. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ხახვი და კვლავ შეწვით. როდესაც ხახვი შეფერადდება, დაამატეთ ორი ჩაის კოვზი მარილი, ერთი ჩაის კოვზი შავი, ახლად დაფქვილი პილპილი და სამი ჩაის კოვზი კვლიავი. აურიეთ, დაამატეთ კუბებად დაჭრილი სტაფილო, ცოტა შებრაწეთ და დაასხით 1,2 ლიტრი ცივი წყალი.

მიიყვანეთ დუღილამდე და დატოვეთ პატარა ცეცხლზე დაახლოებით 1 საათი.

1 საათის შემდეგ ჩაამატეთ ქვაბში ერთი კილოგრამი სიმინდის მარცვალი და მაქსიმალურ ცეცხლზე, მორევის გარეშე დატოვეთ, დაელოდეთ სითხის ამოშრობას. როდესაც სითხე სრულიად აორთქლდება, ქვაბს გადააფარეთ პირსახოცი, ცეცხლი ძალიან დაბალზე დააყენეთ და დაელოდეთ 30 წუთი.

30 წუთის შემდეგ გამორთეთ. კერძი მზად არის, გემრიელად მიირთვით!