loader

გემრიელი სალათა ყვავილოვანი კომბოსტოსგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გემრიელი სალათა ყვავილოვანი კომბოსტოსგან

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ყვავილოვანი კომბოსტო - 1 კილოგრამი, ნიორი - 3-4 კბილი, კამა - 1 კონა, მაიონეზი - 100-150 გრამი, მარილი - 2 ჩაის კოვზი

დაახლოებით 1-2 კილოგრამი ყვავილოვანი კომბოსტო გარეცხეთ და დაჭერით. დაასხით 1 ლიტრი ცხელი წყალი, დააყარეთ 2 ჩაის კოვზი მარილი, აურიეთ, დაახურეთ სახურავი და დატოვეთ ასე 5-6 საათი.

დროის გასვლის შემდეგ ამოიღეთ კომბოსტო წყლიდან და მოამზადეთ სოუსი.

ჯამში ჩაასხით 100-150 გრამი მაიონეზი, დაამატეთ 3-4 კბილი დაჭყლეტილი ნიორი. წვრილად დაჭერით კამა და ჩაამატეთ სოუსში. აურიეთ და კომბოსტოთი სავსე ჯამში ჩაამატეთ. შემდეგ ეს ყველაფერი კარგად აურიეთ.

გამზადებული სალათა 2-3 საათით დატოვეთ, შემდეგ გადმოიღეთ სასალათეში და გემრიელად მიირთვით.