loader

სურნელოვანი და გემრიელი მარწყვის ნამცხვარი შოკოლადით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სურნელოვანი და გემრიელი მარწყვის ნამცხვარი შოკოლადით

ნამცხვრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ზეთი - 1/4 ჭიქა, რძე - 1/4 ჭიქა, ფქვილი - 400 გრამი, შაქარი 250 გრამი, კვერცხი - 2 ცალი, საფუარი - 30 გრამი, 1 ცალი ლიმონის კანი, დარიჩინი - 1 სუფრის კოვზი, მარწყვი - 5 ცალი, შოკოლადის მინანქარი - 150 გრამი, ნებისმიერი ჯემი ან ნაღები, ფიჭვის კაკალი.

ცომის მოსამზადებლად ათქვიფეთ ორი კვერცხი და დაამატეთ შაქარი. შემდეგ ჩაამატეთ რძე, ზეთი და დარიჩინი. ამის შემდეგ დაამატეთ ლიმონის გახეხილი კანი, ფქვილი და საფუარი. კარგად ათქვიფეთ ეს ყველაფერი. ღუმლისთვის განკუთვნილ ფორმას ფქვილი მოაყარეთ და ჩაასხით მომზადებული ცომი. შედგით ღუმელში და 40 წუთი აცხვეთ 180 გრადუსზე.

გამომცხვარი ცომი გაყავით შუაზე, წაუსვით ჯემი და დაალაგეთ მარწყვი. მიღებული ნამცხვარი მორთეთ შოკოლადის მინანქრითა და ფიჭვის კაკლით.

სურნელოვანი და გემრიელი ნამცხვარი მზად არის, გემრიელად მიირთვით.