loader

თევზის სალათა კომბოსტოთი და ნიგვზით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თევზის სალათა კომბოსტოთი და ნიგვზით

სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: მოხარშული თევზის ფილე - 200 გრამი, კომბოსტო კოლრაბი - 200 გრამი, ხახვი - 150-200 გრამი, ყველი - 200 გრამი, ნიგოზი - 100 გრამი.

სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: მაიონეზი - 100 გრამი, ღვინის ძმარი - 50 გრამი, ნახევარი ფორთოხლისგან გამოწურული წვენი, მარილი - 1 ჩაის კოვზი, შავი პილპილი - 1 ჩაის კოვზი.

მოამზადეთ სოუსი: ჯამში ჩაასხით 100 გრამი მაიონეზი, აურიეთ, დაამატეთ ნახევარი ფორთოხლის წვენი და 50 გრამი ღვინის ძმარი. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი და 1 ჩაის კოვზი შავი პილპილი.

შეუდექით სალათის ძირითადი მასის მომზადებას: დაჭერით 150-200 გრამი ხახვი და ჩაყარეთ ჯამში. იქვე ჩაამატეთ 200 გრამი დაჭრილი კომბოსტო კოლრაბი, დაჭერით 200 გრამი მოხარშული თევზის ფილე და ჩაამატეთ ჯამში. დაამატეთ 200 გრამი გახეხილი ყველი და 100 გრამი მოხალული ნიგოზი. მიღებულ მასას მოასხით მომზადებული სოუსი, კარგად მოურიეთ და სალათა მზადაა.