loader

კომბოსტოს სალათა კორეულად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კომბოსტოს სალათა კორეულად

სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: კომბოსტოს თავი - 1 კგ, მწვანე ხახვი - 100 გრამი, ნიორი - 30 გრამი (4 კბილი), მარილი - 20 გრამი, სოიის სოუსი - 40 მლ. ლიტრი, ძმარი 5%-იანი (უკეთესია, თუ ბრინჯის იქნება) - 40 მილილიტრი (2 სუფრის კოვზი), სალათის ზეთი - 20 მლ. ლიტრი, შაქარი - 20 გრამი, დაფქული წითელი წიწაკა, ცხარე - 5 გრამი, ქუნჯუთის მარცვლები - 10 გრამი.

ერთი კილოგრამი კომბოსტო დაჭერით, მოასხით ძმარი, კარგად აურიეთ და 5 წუთით გვერდზე გადადგით.

100 გრამი მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით და დაამატეთ დაჭრილ კომბოსტოს. იქვე ჩაუმატეთ 4 კბილი დაჭყლეტილი ნიორი. მოაყარეთ სალათს ერთი სუფრის კოვზი მარილი, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი შაქარი, ერთი ჩაის კოვზი ცხარე წითელი წიწაკა, ორი-სამი კოვზი ქუნჯუთის მარცვლები და ორი სუფრის კოვზი სოიის სოუსი. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ და დადგით 20 წუთით. 20 წუთის შემდეგ სალათას მოასხით ერთი სუფრის კოვზი ზეთი.

სალათა მზად არის.