loader

რამდენიმე მეთოდი, რომელიც გაგიადვილებთ ტანსაცმლის მოვლას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენიმე მეთოდი, რომელიც გაგიადვილებთ ტანსაცმლის მოვლას

ვიდეოში იხილავთ რამდენიმე ხერხს, რომელიც ყოველდღიურად დაგეხმარებათ, უკეთ მოუაროთ თქვენს ტანსაცმელს.

კედების გაჭუჭყიანებულ ძირებს კარგად რეცხავს საკვები სოდის და თხევადი სარეცხი საშუალების ნარევი.

თუ ახალი ფეხსაცმელი გიჭერთ, უჩვეულო ხერხს უნდა მიმართოთ: ჩადეთ ფეხსაცმელში წყლით სავსე პარკი და შედეთ საყინულეში მთელი ღამით. მეორე დღეს ფეხსაცმელი არაჩვეულებრივად მოგერგებათ.

იმისთვის, რომ მუქი ფერის ჯინსი დიდხანს არ გახუნდეს, გამოიყენეთ რეცხვის დროს გამოხდილი ძმარი.

მაისურსა და პერანგზე ოფლის ლაქებს ლიმონის წვენი აქრობს.