loader

3-წუთიანი მასტერკლასი: როგორ უნდა ააშენოთ სახლი 10 საათში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

3-წუთიანი მასტერკლასი: როგორ უნდა ააშენოთ სახლი 10 საათში

YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ოჰაიოს შტატში მშენებლობის საინტერესო პროცესია აღბეჭდილი. მართალია, შენობა ფერმაა და განსაკუთრებული შიდა გაფორმების გარეშე კეთდება, მაგრამ კარკასის მშენებლობის სისწრაფე ყველა შემთხვევაში გამაოგნებელია.

როგორც ვიდეორგოლის ავტორი აცხადებს, მშენებლობის პროცესის გადაღება წელს, 13 მაისს, დილის 7 საათზე დაიწყო და იმავე დღის საღამოს 17:00 საათზე დასრულდა. თუ პირველ კადრებში კონსტრუქციის პირველი ელემენტები ჩანს, ბოლო კადრებზე უკვე ორ მზა შენობას ვხედავთ. ანუ ობიექტის აშენებას დაახლოებით 10 საათი დასჭირდა.

"სამშენებლო სასწაული" ადგილობრივი რელიგიურ-სექტანტური მიმდინარეობის - ანაბაპტიზმის მუშების დამსახურებაა. ცნობილია, რომ ამ სექტის წარმომადგენლები ცხოვრების უბრალოებით და თანამედროვე ტექნოლოგიისა და კომფორტის უარყოფით გამოირჩევიან. მაშინ, როცა მსოფლიოში უკვე 3D სახლებს "ბეჭდავენ", სოფლელი პროტესტანტები საკუთარი მშენებლობის მეთოდით, შენობებს სწრაფად და ხარისხიანად აშენებენ.