loader

ოჯახის "უფროსი მზარეული" "სანდრექსა" და უგემრიელესი სწრაფი პიცის რეცეპტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოჯახის "უფროსი მზარეული" "სანდრექსა" და უგემრიელესი სწრაფი პიცის რეცეპტი

სანდრო კაკულია, რომელიც ტელემაყურებელმა ცნობილ სერიალში სახასიათო როლის, სანდრექსას წყალობით შეიყვარა, კარგი კულინარი აღმოჩნდა. სანდრო კაკულია არა მარტო გემრიელი პიცის მომზადებას გასწავლით, არამედ მოგიყვებათ, რატომ აღარ აპირებს მსახიობობას "ჩემი ცოლის დაქალების შემდეგ", როდის და სად დაიდგმება მისი პიესა, ვინ არის ოჯახში მთავარი მზარეული და როგორია ლეგენდარული ქართველი მსახიობის, დოდო აბაშიძის სიძეობა.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ბაგეტი - 1 ც; პომიდვრის საწებელი - 100 გრ; შაშხი "ბოლერო" - 150 გრ ან რძიანი სოსისი - 2 ც; ყველი (სულგუნი ან ჰოლანდიური) - 150-200 გრ; ბულგარული წიწაკა - 1 ც; უკურკო ზეთისხილი - 5-6 ც; სოკო (დაჭრილი) - 100 გრ; მაიონეზი - 100 გრ; შავი წიწაკა; მარილი - გემოვნებით, მწვანილი - სურვილისამებრ.

ბაგეტი გაჭერით შუაზე. ყველი გახეხეთ. ზეთისხილი დაჭერით 2-3 ნაწილად. შაშხი და რძიანი სოსისი დაჭერით თხელ, საშუალო ზომის ნაჭრებად. ბულგარული წიწაკა დაჭერით მოგრძო ნაჭრებად. ბაგეტის ნაჭერი სიგრძეზე გადაჭერით დანით ისე, რომ ბოლომდე არ გაიხსნას. პირველ ფენად წაუსვით პომიდვრის საწებელი და დაჭრილი ინგრედიენტები მოაყარეთ ფენა-ფენა. ბოლო ფენა სასურველია იყოს გახეხილი ყველი, რომ ღუმელში შედგმისას ბაგეტს ზემოდან დაადნეს.

გამზადებული "პიცა ბაგეტით" შედგით წინასწარ 200-220°C-ზე გახურებულ ღუმელში 5-7 წუთი. სურნელოვანი და გემრიელი სწრაფი პიცა "სანდრექსას" რეცეპტით, მზადაა!

ასევე იხილეთ:

ნანული სარაჯიშვილი უგემრიელესი ფრანგული კერძის რეცეპტს გიმხელთ

სამზარეულოში, როგორც სცენაზე - მანანა კაზაკოვას საზაფხულო სალათის რეცეპტი