loader

3 მარტივი ხერხი იმისთვის, რომ მაცივარში უსიამოვნო სუნი გააქროთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

3 მარტივი ხერხი იმისთვის, რომ მაცივარში უსიამოვნო სუნი გააქროთ

ხშირად მაცივარში უსიამოვნო სუნი დგება და რაც უნდა ხშირად ვრეცხოთ, სუნს ვერ ვაქრობთ. მაგრამ არსებობს სუნის მოშორების მარტივი ხერხები.

ალკა-ზელტცერი - ერთი აბი ალკა-ზელტცერი ერთ ჭიქა წყალში გახსენით და მაცივარში შედგით. ეს აბები აცეტილსალიცილის მჟავას, ნატრიუმის ჰიდროკარბონატს (საჭმელი სოდა) და ლიმონმჟავას შეიცავს. ეს კომპონენტები ეფექტურად ებრძვის სუნს. თუ ალკა-ზელტცერი ხელთ არ გაქვთ, წყალში სუფრის კოვზი სოდა და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი გახსენით და მაცივარში შედგით.

ვანილის ექსტრაქტი - ერთი სუფრის კოვზი ვანილის თხევადი ექსტრაქტი ჯამში ჩაასხით, შიგნით 2-3 პატარა ბამბის ბურთი ჩადეთ და მაცივარში შედგით.

ფორთოხალი - ფორთოხალი ორად გაჭერით, ერთი ნაწილიდან შიგნეულობა ამოიღეთ. თასი, რომელიც გამოგივიდათ, ჭიქაში ჩადეთ. შემდეგ ამ ფორთოხლის ნახევარს 2 სუფრის კოვზი ზღვის მარილი დააყარეთ და მაცივარში შედგით.