loader

მარწყვის ნამცხვარი ნაღების კრემით და ბეზეთი - გაილამაზეთ საღამო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარწყვის ნამცხვარი ნაღების კრემით და ბეზეთი - გაილამაზეთ საღამო

ინგრედიენტები:

140 გ. შაქრის პუდრა, პლუს 1 სუფრის კოვზი;
140 გ. კარაქი;
3 ათქვეფილი კვერცხი;
1 ჩ. კ. ვანილის ექსტრაქტი;
1 ჩ. კ. გამაფხვიერებელი;
200 გ. ფქვილი;
100 გ. დაფხვნილი ბეზე;
200 გ. მარწყვი;
75 გ. შაქრის პუდრა;
250 მლ. ნაღები;
მწიკვი მარილი.

მომზადების წესი:

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე.

ათქვიფეთ კარაქი და შაქრის პუდრა. დაუმატეთ კვერცხი, ვანილის ექსტრაქტი, შემდეგ ფქვილი, გამაფხვიერებელი და დაფხვნილი ბეზე. ცომი გადაიტანეთ ქაღალდგადაკრულ ჟარონზე, შემოაწყვეთ მარწყვი, მოაყარეთ შაქრის პუდრა და გამოაცხვეთ 25-30 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ და წაუსვით კრემი, რომელსაც შემდეგნაირად მოამზადებთ:
ათქვიფეთ ნაღები და შაქრის პუდრა, წაუსვით გამომცხვარ ნამცხვარს, გააფორმეთ მარწყვით და მორჩენილი ბეზეთი. გემრიელად მიირთვით!