loader

იაფი გზა ცივ ზამთარში სახლის გასათბობად - როგორ აქციეს ჩვეულებრივი ფანჯრები გამათბობლებად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იაფი გზა ცივ ზამთარში სახლის გასათბობად - როგორ აქციეს ჩვეულებრივი ფანჯრები გამათბობლებად

იმისთვის, რომ ფანჯრები მზის გამათბობლებად ექციათ, მკვლევარებმა პლაზმონების საფუძველზე შექმნეს საფარი, რომელიც შრება და ერთგვარი ნანოანტენა ხდება. მას ძალიან კარგად შეუძლია მზის სხივების შთანთქმა და შედეგად, იმ ზედაპირის გათბობა, რომელზეც დაკრულია. რა თქმა უნდა, მათი მიკრობა ნებისმიერ ზედაპირზეა შესაძლებელი, მაგრამ შუშა ამისთვის საუკეთესო ადგილია. შუშის სხვა თვისებებზე ახალი გამოგონება არანაირად არ ახდენს ზეგავლენას. ამიტომ ფანჯარა ჩვეულებრივ ატარებს სინათლეს.

მკვლევარები დარწმუნებულები არიან, რომ მათ მიერ გამოგონებული ეფექტური და იაფი გზა, გადავაქციოთ ფანჯრები გამათბობლებად, ყველას გამოადგება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რა ადგილი უკავია ფანჯრებს თანამედროვე არქიტექტურაში.

წამყვანი მეცნიერის, ალექსანდრ დმიტრიევის თქმით, მოცემული მომენტისთვის მკვლევართა ჯგუფი გამოგონების ეფექტურობის გაზრდისთვის მუშაობს და გეგმავს, რომ მომავალში ინოვაციურმა საფარმა ულტრაიისფერი სხივები შთანთქას.

ეს და სხვა საინტერესო ამბები იხილეთ აქ