loader

ამის შემდეგ კარტოფილს მხოლოდ ასე მოამზადებთ - საფირმო რეცეპტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამის შემდეგ კარტოფილს მხოლოდ ასე მოამზადებთ - საფირმო რეცეპტი

დაჭერით გაფცქვნილი კარტოფილი საშუალო ზომის ნაჭრებად.
ხახვი და სტაფილო დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, დაუმატეთ სასურველი სანელებლები, მარილი და პილპილი. დაუმატეთ ზეთი და ტომატი და ყველაფერი კარგად აურიეთ.
მოათავსეთ გამოსაცხობ პაკეტში, მოუკარით ორივე მხრიდან კიდეები. ჩაჩხვილიტეთ ზემოდან რამდენიმე ადგილას.

მოათავსეთ ღუმელში მაქსიმალურ ტემპერატურაზე 1-1,5 საათით.
შემდეგ გაჭერით პაკეტი, გადმოიტანეთ კერძი ლანგარზე და მოაყარეთ მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!

ინგრედიენტები:

კარტოფილი - 5 ცალი, მოზრდილი
სტაფილო 1 ცალი
ხახვი - 2 თავი
ტომატი - 2-3 ს/კ
ზეთი - 2-3 ს/კ
მწვანილი - გემოვნებით
მარილი და პილპილი
სასურველი სანელებლები

წყარო: gemrielia.ge