loader

კიბო, უშვილობა და ასთმა შეიძლება ოთახის მტვერმა გამოიწვიოს - 45 საშიში ნივთიერება, რომელთანაც ყოველდღიური შეხება გვაქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიბო, უშვილობა და ასთმა შეიძლება ოთახის მტვერმა გამოიწვიოს - 45 საშიში ნივთიერება, რომელთანაც ყოველდღიური შეხება გვაქვს

ამერიკელმა მეცნიერებმა აჩვენეს, რომ სახლის მტვერი საშიშ ქიმიკატებს შეიცავს, რომელიც შესაძლოა კიბოს, უშვილობისა და ასთმის გამომწვევი მიზეზი გახდეს. მავნებელი ნივთიერებები ჰაერში სამომხმარებლო პროდუქტების გამოყენებით მტვერთან ერთად ხვდებიან და ამის გამო საფრთხის ქვეშ ბავშვები იმყოფებიან, რომლებიც იატაკზე თამაშობენ.

კვლევამ აჩვენა, რომ ზრდასრული ადამიანები და მათ შორის, ბავშვებიც, ბევრი ქიმიკატის ზემოქმედების ქვეშ ხვდებიან, რაც სერიოზულ დაავადებებს იწვევს. მეცნიერებმა ექსპერიმენტების ჩატარებისას დაადგინეს, რომ არსებობს 45 საშიში ნივთიერება, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად ეკონტაქტება. ამ ნივთიერებებს შეიცავს: ჰიგიენისა და მოვლის, ავეჯის, მინებისა და იატაკის საწმენდი საშუალებები. ასევე, სამშენებლო მასალები.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 90% მტვერის ნიმუშში 10 მავნე ნივთიერება არსებობს. ისინი გავლენას ახდენს ჰორმონალურ ბალანსზე და ბავშვებში სასუნთქ ორგანოსთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს. მაგალითად, ნივთიერება ფენოლი გამოიყენება სარეცხ საშუალებებში. მსგავსი მავნებელი მასალა არსებობს: მობილურ ტელეფონებში, პიცის ყუთებსა და წყალგაუმტარ მასალებში, რომლებიც იმუნურ და ენდოკრინულ სისტემებზე დამანგრევლად მოქმედებს.