loader

მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ცნობილი გაქცევა: ნესტით დაზიანებულ ბეტონს პატიმრები კოვზებით რამდენიმე თვის განმავლობაში თხრიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ცნობილი გაქცევა: ნესტით დაზიანებულ ბეტონს პატიმრები კოვზებით რამდენიმე თვის განმავლობაში თხრიდნენ

ფრენკ მორისის და ძმები ენგლინების გაქცევა მსოფლიო ისტორიაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გაქცევაა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ბანკის მძარცველები ნესტით დაზიანებულ ბეტონს კოვზებით რამდენიმე თვის განმავლობაში თხრიდნენ, რათა საკანალიზაციო გვირაბამდე მიეღწიათ.

ამისათვის მათ თვითნაკეთი ელექტრობურღი და თავის ქალის ფორმის სპეციალური ნიღბები გამოიყენეს, რასაც საწოლზე მძინარე პატიმრის შთაბეჭდილების მოსახდენად ტოვებდნენ. ბეტონის ნარჩენები შარვლის ნაკეცებით გაჰქონდათ. რეზინის მოსასხამებისგან რეზინის ნავიც გააკეთეს და 1962 წლის 11 ივნისს, დათქმულ დროზე ალკატრასი დატოვეს.