loader

საპრეზიდენტო სკამების 27-წლიანი ისტორია: გამოიცანით პრეზიდენტები სკამების მიხედვით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საპრეზიდენტო სკამების 27-წლიანი ისტორია: გამოიცანით პრეზიდენტები სკამების მიხედვით

ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი - 28 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მეხუთე პრეზიდენტს აირჩევენ, თანაც, ბოლოჯერ პირდაპირი წესით.

1991 წლიდან მოყოლებული, საპრეზიდენტო სკამის და პრეზიდენტების ისტორია განსხვავებულია - ერთი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს, მეორე ორჯერ ააფეთქეს და რევოლუციით გაუშვეს სახლში, მესამეს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს და მის მიმართ საკუთარ ქვეყანაში რამდენიმე საქმეა აღძრული, მეოთხე ვეტოებით და შეზღუდული უფლებამოსილებით დაამახსოვრდება ქართველ ხალხს...

რით იქნება გამორჩეული ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი, ამას მომავალი გვიჩვენებს...

AMBEBI.GE-ს და PALITRAVIDEO.GE-ს ანიმაციაში წარმოგიდგენთ საპრეზიდენტო სკამების 27-წლიან ისტორიას. გამოიცანით პრეზიდენტები სკამების მიხედვით.



ავტორი: ლევან ტაბატაძე