loader

ინტერნეტმომხმარებლების რიცხვი რეკორდულ ნიშნულზეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინტერნეტმომხმარებლების რიცხვი რეკორდულ ნიშნულზეა

ინტერნეტმომხმარებლების რიცხვმა მსოფლიო მასშტაბით 4 მილიარდ 200 მილიონ ადამიანს მიაღწია, რაც 7%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნული მონაცემები კომპანიების Hootsuite (ჰუთსუით) და We Are Social-ის (ვი არ სოუშალ) ერთობლივ კვლევაშია მოცემული.

კომპანიების მიერ გამოკითხული ადამიანების 51,6% ინტერნეტში მობილური ტელეფონების საშულებით შედის, 44,1% - კომპიუტერების და ნოუთბუქების საშუალებით; 4,2% - პლანშეტებით, 0,1% კი ინტერნეტში სხვა მოწყობილობებით შედის. აღსანიშნავია, რომ კომპიუტერებით და ლეპტოპებით ინტერნეტში შესვლის წილი 2%-ით არის გაზრდილი, მობილურებით კი - 1%-ით.