loader

როგორ შეიცვალა ბოლო 45 წლის განმავლობაში ქალაქ-სახელმწიფო, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავალია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ შეიცვალა ბოლო 45 წლის განმავლობაში ქალაქ-სახელმწიფო, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავალია

ჰონგ-კონგი ქალაქ-სახელმწიფო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია, რომელიც ქვეყნის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს. ჰონგ-კონგი გლობალური ქალაქია. ის ერთ-ერთი ალფა+ქალაქია და ლონდონისა და ნიუ-იორკის შემდეგ, მსოფლიოში მესამე წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს.

ამ ქალაქ-სახელმწიფოს წამყვანი კაპიტალისტური პოსტ-ინდუსტრიული ეკონომიკა აქვს, რომელიც დაბალი გადასახადებითა და თავისუფალი ვაჭრობით ხასიათდება.

ჰონგ-კონგური დოლარი მსოფლიოს რვა ყველაზე გამოყენებად ვალუტას შორისაა.

მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვს, მაგრამ ამავე დროს, განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი შემოსავლების უთანასწორობა.