loader

გოგრის 3 რეცეპტი ერთ ვიდეოში: მოამზადეთ გემრიელი და სასარგებლო საკვები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოგრის 3 რეცეპტი ერთ ვიდეოში: მოამზადეთ გემრიელი და სასარგებლო საკვები

გოგრა სუკუკეთეოა დიეტის დროს, რადგან ის დაბალკალორიული პროდუქტია. 100 გრამი გოგრა მხოლოდ 28 კილო კალორიას შეიცავს. გოგრისგან არაერთი კერძი მზადდება, არსებობს გოგრის მურაბა და მარინადიც. მაღაზიის დახლებზე შეიძლება გადააწყდეთ ქილაში მოთავსებულ, ასეთ უცნაური შიგთავსის მქონე მარინადს, ეს სპეციალურად დასამჟავებლად გამოყვანილი გოგრის ჯიშია, რომელიც ასევე სასარგებლო და საკმაოდ გემრიელიცაა.

ასევე გემრიელი და სასარგებლოა გოგრის წვნიანიც და გოგრაში მომზადებული ფლავიც, რომლის გაკეთებასაც გასწავლთ. ამისთვის საშუალო ზომის მსხვილნაყოფა გოგრა დაგჭირდებათ, მოაჭერით მას ზედა ნაწილი და გაასუფთავეთ მარცვლებისგან, ჩაასხით მასში ცოტაოდენი თაფლი და გამოაცხვეთ ღუმელში დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში, სანამ გოგრა არ დარბილდება. პარალელურად კანგაცლილი, თხილი, ან ნიგოზი, მოთუშეთ კარაქში, დაუმატეთ ქლიავის და გარგრის ჩირი, ასევე ქიშმიში და მოხარშულ ბრინჯთან ერთად შერეული მოათავსეთ გამომცხვარ გოგრაში, დაუმატეთ დარიჩიანიანი თაფლი და ისევ გამოაცხვეთ ნახევარი საათის განმავლობაში ღუმელში. უგემრიელესი და რაც მთავარია სასარგებლო დესერტი მზადაა.

გოგრისგან უმარტივესად მზადდება წვნიანიც, ის სხვა ბოსტნეულებთან ერთად უნდა მოთუშოთ, ცოტაოდენი წყლით გაათხელოთ და დააბლენდეროთ, მიღებულ მასას შეგიძლიათ ცოტა ნაღები, ან ლიმონის წვენი დაუმატოთ. საკვებად ასევე გამოიყენება გოგრის ყვავილიც, რომელსაც მზარეულები ძირითადად კვერცხსა და საფანელში ამოვლებულს, ზეთში ხარშავენ და გარნირის სახით იყენებენ სხვა კერძებთან ერთად.