loader

როგორ დაეშვა მარსზე თანამგზავრი: დე­და­მი­წის შემ­დეგ წი­თე­ლი პლა­ნე­ტა იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი, რომ­ლის წი­აღ­საც მეცნიერები გა­მო­იკ­ვლე­ვენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ დაეშვა მარსზე თანამგზავრი: დე­და­მი­წის შემ­დეგ წი­თე­ლი პლა­ნე­ტა იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი, რომ­ლის წი­აღ­საც მეცნიერები გა­მო­იკ­ვლე­ვენ

27 ნოემბერს, აშშ-ის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს მი­სია მარსზე და­ეშ­ვა. InSight-ის მი­ზა­ნი მარ­სის წი­ა­ღი­სა და სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შეს­წავ­ლაა. დე­და­მი­წის შემ­დეგ წი­თე­ლი პლა­ნე­ტა იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი, რომ­ლის წი­აღ­საც ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მო­იკ­ვლე­ვენ.

საა­გენ­ტოს მთა­ვა­რი ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი ჯე­იმს ბრა­ი­დენსტა­ი­ნი ამ­ბობს, რომ ეს „არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დღეა“ და მან მი­ლოც­ვა პრე­ზი­დენტ ტრამ­პის­გა­ნაც მი­ი­ღო.

სიგ­ნალ­თან ერ­თად NASA-მ InSight-ის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი ფო­ტოც მი­ი­ღო. ხო­მალ­დი მარ­სის ეკ­ვა­ტორ­თან ახ­ლოს და­ეშ­ვა. InSight-ი უზუს­ტე­სი სე­ის­მო­მეტ­რე­ბით არის აღ­ჭურ­ვი­ლი. აქვს ასე­ვე ზონ­დი, რო­მე­ლიც პლა­ნე­ტის წი­აღ­ში ჩავა და ტემ­პე­რა­ტუ­რას გა­ზო­მავს.

სხვა ხო­მალ­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, "ინ­სა­ი­თი" პლა­ნე­ტის ზე­და­პირ­ზე არ გა­და­ად­გილ­დე­ბა. აღნიშნული ვიდეო მარსზე თანამგზავრის დაშვების ვიზუალიზაციას წარმოადგენს. 


ასევე დაგაინტერესებთ: ნასას ხომალდი მარსზე: ინჟინრების რეაქცია, როდესაც ხომალდი წარმატებით დაეშვა პლანეტის ზედაპირზე

პირველი ადამიანი მარსზე: 17 წლის გოგონას წითელ პლანეტაზე გასაფრენად ამზადებენ