loader

8 რამ, რაც ზამთარში ყოველდღიურად უნდა გააკეთოთ, რათა თავიდან აირიდოთ გაციება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

8 რამ, რაც ზამთარში ყოველდღიურად უნდა გააკეთოთ, რათა თავიდან აირიდოთ გაციება

გარემოს ტემპერატურის ვარდნა და აციება ხშირად ხდება გაციებისა და დაავადებათა გამწვავების მიზეზი. იმისათვის, რომ აირიდოთ გაციება და ავადმყოფობა წელიწადის ცივ პერიოდში:

შეიმოსეთ ტემპერატურის შესაბამისად;

ხშირად დაიბანეთ ხელები, განსაკუთრებით, თავშეყრის ადგილებიდან, სამსახურიდან, მაღაზიიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან შინ დაბრუნებისას;

ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;

რეგულარულად გაანიავეთ ოთახი, სულ მცირე, 15 წუთით მაინც;

რეგულარულად დაასუფთავეთ სველი წესით როგორც ბინა, ასევე სამუშაო ოთახი სამსახურში;

იკვებეთ ჯანსაღად, მიირთვით რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული;

საკვები რაციონი გაამდიდრეთ თაფლით, ხახვით, ნივრით, ციტრუსებით და ბულგარული წიწაკით;

სვით სათანადო რაოდენობის წყალი!