loader

იარაღის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყნები: "რუსულმა კომპანიებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს იარაღის გაყიდვები 2011 წლის შემდეგ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იარაღის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყნები: "რუსულმა კომპანიებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს იარაღის გაყიდვები 2011 წლის შემდეგ"

რუსეთი მსოფლიოში იარაღის რიგით მეორე ყველაზე მსხვილი მწარმოებელი გახდა. მან დიდ ბრიტანეთს გაუსწრო და მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა. ამაზე მეტყველებს სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მონაცემები. რეიტინგში ამ მხრივ პირველ ადგილს კვლავ აშშ იკავებს.

"რუსულმა კომპანიებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს იარაღის გაყიდვები 2011 წლის შემდეგ. ამას თან ემატება ისიც, რომ რუსეთი ზრდის სამხედრო იარაღის მოდერნიზების მიზნით გაწეულ ხარჯებს" - აღნიშნა სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარმა სიმონ ვეზემანმა. აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში, სამხედრო იარაღის ტოპ-100-ის ყველაზე მსხვილმა მწარმოებელმა კომპანიამ 2017 წელს 398,2 მილიარდი დოლარის ოდენობის იარაღი აწარმოა.