loader

საკონცენტრაციო ბანაკის ზედამხედველი, რომელიც ადამიანის კანისგან სხვადასხვა ნაკეთობას ამზადებდა - "ბუჰენვალდის ალქაჯის" საზარელი ისტორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საკონცენტრაციო ბანაკის ზედამხედველი, რომელიც ადამიანის კანისგან სხვადასხვა ნაკეთობას ამზადებდა - "ბუჰენვალდის ალქაჯის" საზარელი ისტორია

მართალია, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როცა გერმანიის მმართველობა ნაცისტმა ჯალათებმა ჩაიგდეს ხელში, მსოფლიო უამრავი შემზარავი დანაშაულის მოწმე გახდა, მაგრამ "ბუჰენვალდის ალქაჯად" წოდებულმა ილზე კოხმა, რომელსაც ხშირად "ფრაუ აბაჟურადაც" მოიხსენიებდნენ, ყველა უკან ჩამოიტოვა და ნაციზმის ყველაზე სასტიკ ბოროტმოქმედად იქცა.

ილზე 1932 წელს, საკმაოდ ახალგაზრდა შეუერთდა ნაციონალ-სოციალისტურ გერმანელ მშრომელთა პარტიას, მერე კი, ზედამხედველობა ითავა საკონცენტრაციო ბანაკში და "ფრაუ აბაჟურის" საზარელი ზედმეტსახელიც სწორედ იქ დაიმსახურა, როცა ადამიანის კანისგან სხვადასხვა ნაკეთობის დამზადება საკუთარ გატაცებად აქცია.