loader

საფრთხე საბავშვო ჭურჭელში: რა უნდა გაითვალისწინოთ ბოთლების, ჭიქებისა და სატყუარების შეძენისას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საფრთხე საბავშვო ჭურჭელში: რა უნდა გაითვალისწინოთ ბოთლების, ჭიქებისა და სატყუარების შეძენისას

ბავშვებს ყველა ოჯახში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ, პატარებზე ზრუნვისას ყველა ცდილობს მათთვის ყველაფერი ხარისხიანი, უსფრთხო და განსაკუთრებული შეიძინოს. საბავშვო ინვენტარი და ჭურჭელი ამ მხრივ გამონაკლისი არაა, თუმცა აფთიაქებსა და მაღაზიებში ყიდვისას არჩევანის გაკეთება არც ისე მარტივია, რადგან დახლებზე სხვადასხვა ზომის, ფერის, სახეობის, წარმოების, ფასისა და ხარისხის უამრავი აქსესუარია მოთავსებული, რომელთა შეძენის დროს ცოტამ თუ იცის რას უნდა მიაქციოს ყურადღება.

რა საფრთხეებს შეიძლება წარმოადგენდეს ბავშვის ჯანმრთელობისთვის უხარისხო ჭურჭელი და გარდა შემცველობისა, რა უნდა გაითვალისწინოთ ბოთლების, ჭიქებისა და სატყუარების შეძენისას, რომ აღნიშნულმა აქსესუარებმა მძიმე კვალი არ დატოვოს თქვენი ბავშვების ჯანმრთელობაზე.