X
მიშელ ობამა დემნა გვასალიას ჩექმასა და ყვითელ კაბაში "გამობრწყინდა" და სოციალური ქსელების მომხმარებლებს კიდევ უფრო შეაყვარა თავი
14:11 / 20-12-2018
მი­შელ ობა­მა სე­რი­ა­ლის "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში" ვარ­სკვლავ­თან, სარა ჯე­სი­კა პარ­კერ­თან სა­კუ­თარ წიგნ­ზე სა­სა­უბ­როდ მი­ვი­და. "დე­ი­ლი მე­ი­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ს ყო­ფილ პირ­ველ ლე­დის "ბა­ლენ­სი­ა­გას" 4 ათას დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ჩექ­მა და ყვი­თე­ლი კაბა ეცვა.

კაბა "ბა­ლენ­სი­ა­გას" 2019 წლის გა­ზა­ფხუ­ლი - ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ი­დან არის, მო­დის სახ­ლის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი კი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, დემ­ნა გვა­სა­ლი­აა.

ბრჭყვი­ა­ლა ჩექ­მამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, თუმ­ცა "ტვი­ტე­რის" მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ობა­მას ჩაც­მუ­ლო­ბას მხო­ლოდ და­დე­ბი­თად აფა­სებს.

აშშ-ს პირ­ვე­ლი ლე­დის წიგ­ნის გა­ყიდ­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, აშშ-სა და კა­ნა­და­ში პირ­ვე­ლი­ვე დღეს Becoming-ის 725,000 ასლი გა­ი­ყი­და და შემ­დე­გი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ყიდ­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით, წლის წიგ­ნი გახ­და.


ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ყველაფერი, რაც ერაყში განადგურებულ ამერიკულ ბაზაზე ვიცით, რომელსაც ირანმა დაარტყა და რა რეაქციები გამოიწვია მომხდარმა მსოფლიო ლიდერებში
ირანელი რეჟისორების ექვსი კინოშედევრი, რომლებიც მათ ქვეყანასა და ხალხს სხვა კუთხიდან გაგაცნობთ
2020 წლის 3 იანვარს ირანელი გენერალ-მაიორის ესკორტს საჰაერო დარტყმა მიაყენა