10 პროცედურა, რომელიც ყოველ წელს უნდა ჩავიტაროთ, რათა ფარულად მიმდინარე დაავადება აღმოვაჩინოთ
11:20 / 04-02-2019
ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პათოლოგიური პროცესის დროული გამოვლენა და დაავადების ადრეულ სტადიაზე შეჩერება. მაგრამ როგორ აღმოვაჩინოთ დაავადება, რომელიც ჯერ არ გამოვლენილა? ამის გაკეთება შესაძლებელია ყოველწლიური პროფილაქტიკული სამედიცინო შემოწმებით.
• სისხლის საერთო ანალიზი;
• სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა;
• შარდის საერთო ანალიზი;
• ელექტროკარდიოგრამა (ეკგ);
• სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, სასურველია 45 წლის ზემოთ;
• 45 წლის ზემოთ ასევე საჭიროა ოფთალმოლოგის კონსულტაცია, თვალის წნევის გაზომვა;
• სტომატოლოგის გასინჯვა რეკომენდებულია 6 თვეში ერთხელ, კარიესის, ღრძილების დაავადების დროული აღმოჩენისა და ეფექტური მკურნალობისთვის.
• კოლონოსკოპია და გასტროსკოპია 50 წლის შემდეგ გარკვეული პერიოდულობით უნდა გაკეთდეს, ამ ორგანოების დაავადებების ნიშნების არარსებობის დროსაც კი.
• წელიწადში ერთხელ ქალბატონები უნდა გაესინჯონ გინეკოლოგს, მამაკაცები - უროლოგს. ქალები ასევე უნდა გაესინჯონ მამოლოგს, 18-35 წლის ასაკში 3 წელიწადში ერთხელ, 35 წლის შემდეგ კი ყოველწლიურად. 40 წელს გადაცილებულმა ქალბატონებმა კი ძუძუს კიბო სკრინინგი უნდა ჩაიტარონ ორ წელიწადში ერთხელ.