loader

ვინ არის ეპიფანე, რომელიც უკრაინის ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ეპიფანე, რომელიც უკრაინის ეკლესიის საჭეთმპყრობელი გახდა

ეპიფანე დუმენკო, ერისკაცობაში — სერგი პეტრეს ძე დუმენკო, 1979 წლის 3 თებერვალს ოდესის ოლქში, ივანოვკის რაიონში დაიბადა. 2018 წლის 15 დეკემბრიდან, 40 წლის ეპისკოპოსი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტია.

2010 წლიდან, მიტროპოლიტად არჩევამდე, ეპიფანე უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის (კიევის საპატრიარქოს) ეპისკოპოსი, პერეიასლავისა და ბელოცერკვის მიტროპოლიტი იყო.

გასული წლის 15 დეკემბერს, კიევში გამართულ საეკლესიო კრებაზე, კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესია, ახალ სტრუქტურად გაერთიანდა. მათ საფუძველზე შექმნილი ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიეკუთვნება.