loader

"თვითმფრინავში ვარ ახლა, რომელიც თითქოს, ნაწილებად უნდა დაიშალოს...მეშინია" - 28 წლის ფეხბურთელის ტრაგიკული აღსასრული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"თვითმფრინავში ვარ ახლა, რომელიც თითქოს, ნაწილებად უნდა დაიშალოს...მეშინია" - 28 წლის ფეხბურთელის ტრაგიკული აღსასრული

"კარდიფის" ახალწვეულმა, 28 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა ემილიანო სალამ, სანამ მისი კერძო თვითმფრინავი ლა მანშზე რადარიდან გაქრებოდა, WhatsApp-ით შეტყობინება გააგზავნა.

თვითმფრინავი, რომლითაც სალა კარდიფში მიემგზავრებოდა, ნორმანდიაში, კუნძულ გერნსისთან რადარებიდან გაქრა და მაშველები მის პოვნას ვერ ახერხებდნენ. 

გუშინ, 3 თებერვალს აღმოჩენილ თვითმფრინავის ნაწილში, რომლითაც ემილიანო სალა კარდიფში მიფრინავდა, ადამიანის სხეული იპოვეს.

საავიაციო ინციდენტების გამოძიების ბიურომ თვითმფრინავის ნაგლეჯი 2-კვირიანი ძებნის შემდეგ წყლის ქვეშ იპოვა, აღმოჩენილი სხეულის იდენტიფიცირება კი ჯერ არ მომხდარა.