loader

რა აკავშირებს კიბოსთან კომბოსტოში არსებულ ნივთიერებას და რა შედეგი აჩვენა სიმსივნით დაავადებულ პაციენტზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა აკავშირებს კიბოსთან კომბოსტოში არსებულ ნივთიერებას და რა შედეგი აჩვენა სიმსივნით დაავადებულ პაციენტზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა?

ყველაზე მთავარი სასარგებლო თვისება, რომელიც კომბოსტოშია, ნივთიერება სულფარაფანია. სულფარაფანი - მცენარეული წარმოშობის ორგანული შენაერთი, ანთებისა და კიბოს საწინააღმდეგო ეფექტით, მოიპოვება კომბოსტოს სხვადასხვა სახეობაში.

მიუხედავად იმისა, რომ სულფარაფანი თითქმის ყველა სახეობის კომბოსტოშია, განსაკუთრებულად დიდი რაოდენობითაა ის ბროკოლში. სწორედ ამიტომ მას აქტიურად უნიშნავენ ავთვისებიანი კიბოთი დაავადებულ პაციენტებს. ბრიტანელ კეტრინ ჯონსს სწორი ნაწლავის კიბო დაუდგინდა. პირველი ოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ მას რეციდივი გამოუვლინდა. სიმსივნე იმდენად იყო გაზრდილი, რომ ოპერაციაზე უარი უთხრეს. ექიმების თქმით, მას 2 თვე ჰქონდა დარჩენილი, თუმცა პროფესორმა რობერტ ტომსმა მას ქიმიოთერაპიით მკურნალობის პარალელურად, ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღება შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, პაციენტს პოლიფენოლები უნდა მიეღო, პოლიფენოლები კი პროფესორმა სწორედ ბროკოლისგან, ასევე, ბროწეულისგან, მწვანე ჩაისა და კურკუმისგან აიღო.

მკურნალობიდან 2 წელი გავიდა. ტომოგრაფიაზე სიმსივნე საგრძნობლად შემცირდა ზომაში, კეტრინი კი თავს კარგად გრძნობს. იმავე მკურნალობას გადიან რობერტ ტომასის სხვა პაციენტებიც.


იხილეთ სრული გადაცემა:
"არცოდნა აკრძალულია" - სინამდვილე კომბოსტოზე, რომელიც ერთერთი ყველაზე სასარგებლოა და არაერთ დაავადებასთან ბრძოლაშია ეფექტური