loader

კოკაინი, ჰეროინი, იარაღი და პედოფილია... - ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკობარონის, "ელ ჩაპოს" ისტორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოკაინი, ჰეროინი, იარაღი და პედოფილია... - ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკობარონის, "ელ ჩაპოს" ისტორია

მექსიკელი ნარკობარონი ხუაკინ გუსმანი, იგივე "ელ ჩაპო" ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

61 წლის გუსმანი 2016 წელს დააკავეს. მანამდე, ხუთი თვით ადრე, ის მექსიკის ციხიდან რამდენიმეკილომეტრიანი გვირაბის საშუალებით გაიქცა. თუმცა, ეს არ ყოფილა ციხიდან მისი პირველი გაქცევა. 1993 წელს დაპატიმრებული "ელ-ჩაპო" ციხიდან 2001 წელსაც გაიქცა.

2016 წელს, ციხიდან გაქცევის შემდეგ, ჰოლივუდის ვარსკვლავმა შონ პენმა მასთან მექსიკის ჯუნგლებში ინტერვიუ ჩაწერა. სწორედ ამ ექსკლუზიური ინტერვიუს წყალობით გავიდნენ სამართალდამცველები ნარკობარონის კვალზე და მისი დაკავება მოახერხეს. დაპატიმრების შემდეგ "ელ ჩაპო" ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცეს.

გუსმანი ნაფიცმა მსაჯულებმა წაყენებულ ათივე მუხლში, მათ შორის, კოკაინისა და ჰეროინის დისტრიბუციაში, იარაღის უკანონო ფლობასა და ფულის გათეთრებაში ცნეს დამნაშავედ.