"პიუ რისერჩ ცენტრმა" მსოფლიოს 26 ქვეყანაში ჩაატარა გამოკითხვა. კვლევაში 1500 ადამიანი მონაწილეობდა. გამოკითხულ რესპონდენტთა უმრავლესობა მთავარ გლობალურ საფრთხედ კლიმატურ ცვლილებებს მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ კვლევის მონაწილე რვა ქვეყანაში: რუსეთში, საფრანგეთში, ინდონეზიასა და ნიგერიაში რესპონდენტებმა მთავარ საფრთხედ "ისლამური სახელმწიფო" დაასახელეს.
პოლონეთში გამოკითხულთა უმრავლესობა რუსეთს მთავარ საფრთხედ მიიჩნევს. გლობალურ საფრთხეებს შორის დასახელებულია ასევე "რუსეთის გავლენა და ზემოქმედება", ასევე, კიბერთავდასხმები.