loader

საბჭოთა კავშირის პირველი და ლეგალური მილიონერი, რომელმაც ფული ტექნიკის შეკეთებით დააგროვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საბჭოთა კავშირის პირველი და ლეგალური მილიონერი, რომელმაც ფული ტექნიკის შეკეთებით დააგროვა

საბჭოთა ეპოქაში, როდესაც მოსახლეობა კერძო საკუთრებაზე არც კი ოცნებობდა, არტიომ ტარასოვი საბჭოთა კავშირში პირველი ლეგალური მილიონერი გახდა.

ნგრევის პირას მყოფ ქვეყანაში, სადაც თითქმის ყველაფერი დეფიციტში იყო, ტარასოვმა 1987 წელს სსრკ-ის ერთ-ერთი პირველი კოოპერატივი შექმნა, ხოლო ორი წლის შემდეგ ტელევიზიით განაცხადა, რომ ქვეყნის პირველი ლეგალური მილიონერი იყო.

1989 წლის იანვარში ტარასოვის სახელზე, ხელფასის სახით, 3 მილიონი რუბლი გამოიწერა. იმ დროს გადაცემა "Взгляд"-მა მასზე სიუჟეტი მოამზადა, სადაც ნათქვამი იყო, რომ “ახალგამომცხვარი“ მილიონერი თვეში 90 ათასი რუბლს გამოიმუშავებდა.