loader

შეიხა მოზა - მუსლიმანური სამყაროს ყველაზე გავლენიანი ქალი, 7 შვილის დედა და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მოდური პირველი ლედი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეიხა მოზა - მუსლიმანური სამყაროს ყველაზე გავლენიანი ქალი, 7 შვილის დედა და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მოდური პირველი ლედი

შეიხა მოზა, ყატარის ემირის შეიხ ჰამადას სამი ცოლიდან რიგით მეორეა, 7 შვილის დედა და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მოდური პირველი ლედი, რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეა. ყატარის პირველი ლედი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი შეიხა მოზა, არის ქალი რომელმაც მოდაზე აღმოსავლეთის შეხედულება შეცვალა.

ქმარმა მეორე ცოლს არა მარტო ჩადრის მოხდის უფლება, არამედ მთავრობის საქმეებში ჩარევის ნებაც დართო. მისი ცხოვრების ისტორია, აღმოსავლურ ზღაპარს ჰგავს. მოზა ყატარელი ბიზნესმენის ქალიშვილია.

18 წლის ასაკში გოგონას გაუმართლა და ყატარის ტახტის მემკვიდრე, პრინცი გაიცნო, თუმცა მასზე დაქორწინებას არ ჩქარობდა. ჯერ ყატარის უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სტაჟირება პრესტიჟულ ამერიკულ უნივერსიტეტებში გაიარა, შემდეგ კი გათხოვდა. შეიხა ცნობილი ყატარელი ოპოზიციონერის, ნასერ ბინ აბდულა ალ-მისნე-დის ქალიშვილია. შეიხა მოზასა და შეიხ ჰამადის ქორწინება დინასტიურია, რათა ოჯახებს შორის დაპირისპირება შეწყვეტილიყო.