loader

უნიკალური ნანომასალა, რომელიც კიბოს უჯრედებს სხეულის ყველა ნაწილში პოულობს - გადატრიალება კიბოს მკურნალობაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უნიკალური ნანომასალა, რომელიც კიბოს უჯრედებს სხეულის ყველა ნაწილში პოულობს - გადატრიალება კიბოს მკურნალობაში

მაგნეტიტისა და ოქროს ნაწილაკების საფუძველზე შექმნილი უნიკალური ჰიბრიდული ნანომასალა კიბოს უჯრედებს სხეულის ყველა ნაწილში პოულობს. საშიში უჯრედების მოძებნის გარდა, მასალას შეუძლია კიბოს ზონაში წამლის მიწოდების როლიც შეასრულოს. ოქროსა და მაგნეტიტის ჰიბრიდულ ნანონაწილაკებს გააჩნია მაგნიტის თვისება და წამლის ტრანსპორტირების უნარი. პათოგენური უჯრედების მაგნიტური ნანონაწილაკებით მონიშვნისას მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით მათი დიაგნოსტირება მოხდება. მიმართულად მიწოდებული წამლით ან მაგნიტური ველით, რომელიც იწვევს გახურებას და კიბოს უჯრედების დაშლას, შესაძლებელი იქნება სიმსივნური წარმონაქმნის განადგურება.

უჯრედულ დონეზე დიაგნოსტიკისა და თერაპიის გაერთიანებას მეცნიერულად ეწოდება "ტერანოსტიკა". ეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა მედიცინაში, რომლის არსი დაავადების ყველაზე ადრეულ სტადიაზე აღმოჩენაა. საუბარია ცალკეული უჯრედების აღმოჩენაზე და არა უკვე ფორმირებულ დიდ სიმსივნეზე.