loader

Victoria’s Secret მაღაზიებს ხურავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Victoria’s Secret მაღაზიებს ხურავს

Victoria’s Secret-ის მფლობელი კომპანია L Brands-ი 53 მაღაზიას დახურავს. ამის შესახებ კომპანიაში განაცხადეს, თუმცა არ დააკონკრეტეს, თუ სად დახურავენ მაღაზიებს. ამასთან, კომპანიას ამ დრომდე არ გაუვრცელებია ინფორმაცია, თუ რასთან არის ეს ნაბიჯი დაკავშირებული.

თეთრეულისა და კოსმეტიკის მწარმოებელი ბრენდის მფლობელი კომპანიის მხრიდან გაკეთებულ ამ განცხადებას წინ უსწრებდა მის მიერ მეოთხე კვარტლის ფინანსური მონაცემების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიხედვითაც, კომპანიას ქალის თეთრეულის ხაზის გაყიდვები შეუმცირდა. თუმცა, ამავე მონაცემებიდან ირკვევა, რომ გაზრდილია კომპანიის ჰიგიენური საშუალებების ხაზის გაყიდვები.